საბანკო საქმე და სამართალი

ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა უკვე მუშაობს სხვადასხვა ბანკებში, ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას!!!

 

ქართულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი – VETO“ აცხადებს 50%-იან ფასდაკლებას როგორც ერთ ასევე ორთვიან ტრეინინგ კურსებზე „საბანკო საქმე/სამართალი და სტაჟირება ბანკში.“  

 

თქვენ ფასდაკლების ფარგლებში ერთთვიან ტრეინინგში იხდით მხოლოდ 100 ლარს, 200 ლარის ნაცვლად და ორთვიანში კი - 150 ლარს, 300 ლარის ნაცვლად.

 

ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერ პირთათვის, რომელთაც სურთ მიიღონ საბანკო საქმის და სამართლის სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და  მუშაობა დაიწყონ საბანკო სფეროში.

 

 თეორიული კურსის დასრულების შემდეგ გადიხართ 2 კვირიან სტაჟირებას „პრივატ ბანკში“. წარმატებულ კურსდამთავრებულებს აქვთ ბანკში დასაქმების პექრსპექტივა. ჩვენი ტრეინინგის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე საბანკო სექტორის თანამშრომელია.

 

ტრეინინგის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ერთი ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლით როგორც საბანკო საქმეს, ასევე საბანკო სამართალს.  პროგრამა მოიცავს ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად. მათ განეკუთვნება:

  • საბნკო საქმე;
  • საბანკო სამართალი;
  • ორკვირიანი სტაჟირება „პრივატ ბანკში“.

 

 

ლექცია მოიცავს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ ამოცანებს, კაზუსების ამოხსნას, ტესტებზე მუშაობას, დისკუსიას, სიტუაციურ ანალიზს, ქეისებზე მუშაობას.

სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

 

 

ერთ თვიანი ტრეინინგი მოიცავს:

  • თეორიული კურსი - 3 კვირა, კვირაში სამჯერ, სულ 18 ლექცია.
  • ბანკში სტაჟირება - 2 კვირა.
  • ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 100 ლარი.

 

 

ორთვიანი ტრეინინგი მოიცავს:

  • თეორიული კურსი - 7 კვირა, კვირაში ორჯერ, სულ 28 ლექცია.
  • ბანკში სტაჟირება - 2 კვირა.
  • ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 150 ლარი.

 

სტაჟირება ბანკში უფასოა.

 

სწავლების დროები: დღის და საღამოს საათები.

სწავლება მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში - 4-7  მსმენელი.

 

 

 ტრეინინგის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

ბანკში სტაჟირების გავლის შემდგომ კი გაიცემა რეკომენდაცია და სტაჟირების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა რეკომენდაცია.

კურს უძღვებიან მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ტრენერები.

 

პროგრამა ხორციელდება „პრივატ ბანკის“ მხარდაჭერით. უკვე ჩვენი სასწავლო ცენტრის მრავალი კურსდამთავრებული დასაქმდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ”პრივატ ბანკში” და სხვა ბანკებში.

 

 

ფასდაკლების მისაღებად გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მეილზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება და ერთ თუ ორთვიან ტრეინინგზე გსურთ რეგისრტაცია ან დაგვიკავშირდით ქვევით მითითებულ მისამართზე.

 

 
სასწავლო პროგრამა

საბანკო საქმე
 
1. თანამედროვე საბანკო სისტემა
2. ეროვნული ბანკი და მისი ფუნქციები
3. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ოპერაციები
4. "ბლუმბერგის" ელექტრონული სავაჭრი სისტემა
5. კომერციული ბანკების რესურსების და აქტივები
5. კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციები
6. სავალუტო ბაზარი და ბანკების საკონვერსიო ოპერაციები
7. ბანკის საკრედიტო ოპერაციები და მათი ორგანიზება
9. კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფის ფორმები
10. ბანკის საკრედიტო პოლიტიკა
11. დაკრედიტების პროცესი
12. საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა
13. კრედიტის სხვადასვა სახობების გაცემისა და დაფარვის წესები
14. სასესხო ანგარიშების სახობები
15. კომერციული ბანკების ოპერაციები ფასიანი ქარალდებით (საემისიო, საინვესტიციო)
16. კომერციული ბანკების საშუამავლო ოპერაციები (ლიზინგი, ფაქტორინგი, სატრასტო, კონსალტინგური მომსსახურება)
17. ბანკის ფინანსური ანგარიშგების შეფასება
18. რისკები საბანკო საქმიანობაში და მისი მართვა
19. თანამედროვე საბანკო პროდუქტები
20. მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზების სტანდარტები  საკრედიტო ექსპერტისათვის
21. პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები
22. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები
23. საგადასახადო საბუთბის სახეები. მათი გაფორმება და გამოყენება
24. შიდა საბანკო და ბანკთაშორისი ანგარიშსწორების წესები
25. საგადასახადო სისტემები და საბანკო აუდიტი.
 
საბანკო სამართალი
1. ეროვნული ბანკის საქმიანობა და სამართლებრივი ასპექტები.
2.ეროვნული ბანკის ორგანიზაცია და მმართველობა
3. ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები
4. საფინანსო სექტორის ზედამხედველობა
5. კომერციული ბანკების საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები
6. კომერციული ბანკების ლიცენზირება
7. საკუთრების უფლება და მართვა
8. საბანკო სფეროში მოქმედი ხელშეკრულებების შედგენა და პრაქტიკა
9. საბანკო კრედიტი. სესხის ხელშეკრულება
10. გირაო
11. თავდებობა
12. საბანკო გარანტია
13. ანაბარი
14. კომერციული ბანკების პროდუქტების სამართლებრივი ანალიზი.
 
სწავლის საფასური:

ერთ თვიანი ტრეინინგი: 200 ლარი. ფასდაკლებით  100 ლარი.  
ორ თვიანი: 300 ლარი. ფასდაკლებით 150 ლარი, 

სტაჟირება უფასოა.


 
პროგრამა ხორციელდება "ტაოპრივატ ბანკის" მხარდაჭერით